არჩევნები 2020 - ევროპარლამენტის რეზოლუცია: რეკომენდაციები თუ მკაცრი კრიტიკა საქართველოსთვის?!
ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებას. რეზოლუციას გასხვავებული აღქმა და კომენტარები შეაგებეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. თავშეკავებული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია: მინისტრი ზალკალიანი ტვიტერიდან მიესალმა რეზოლუციის მიღებას და ევროკავშირს მადლობა გადაუხადა წლების მანძილზე მხარდაჭერისათვის. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რეზოლუციას ხელისუფლებისთვის პოზიტიურად მიიჩნევენ და კრიტიკულ პასაჟებს უფრო რეკომენდაციებად აღიქვამენ. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ასეთი მწვავე ტექსტი ევროპარლამენტს საქართველოზე აქამდე არ მოუმზადებია.
სტუმრები: პარლამენტის წევრები – გიორგი კანდელაკი (ევროპული საქართველო), დავით სონღულაშვილი (ქართული ოცნება), ეკა ბესელია (სამართლიანობისათვის).
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: