ღია სტუდია - „ევროპული საქართველო“ გზების გაყრის შემდეგ
ღია სტუდია - „ევროპული საქართველო“ გზების გაყრის შემდეგ

გასულ კვირაში პოლიტიკური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ყრილობა ჩატარდა და ორგანიზაცია არაერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა დატოვა. რას აპირებენ პარტიის ყოფილი და მოქმედი წევრები, აქვს თუ არა მომავალი ამ პოლიტიკურ ძალას?
„რა თქმა უნდა, პარტიიდან ადამიანების წასვლა დანაკლისია. ჩვენ არ ველით, რომ პარტიის რეგიონული ოფისები დაიშლება და წევრები პარტიას დატოვებენ. „ევროპული საქართველო“ რჩება თანმიმდევრულ ლიბერალურ და სეკულარულ პოლიტიკურ გაერთიანებად“ – გიორგი კანდელაკი, „ევროპული საქართველოს“ საგარეო მდივანი.
„დღეს ქვეყანაში შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ პოლიტიკურ საქმიანობას შეიძლება მიჰყვე პარტიული სტრუქტურების გარეშე. პარტიიდან წასვლით ყველა ჩვენგანი პოლიტიკიდან არ წასულა და გავაგრძელებთ ურთიერთქმედებას საერთო მიზნებისთვის სხვა პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან“ – ლევან თარხნიშვილი, „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი.
რესპონდენტები: ლევან თარხნიშვილი, გიორგი კანდელაკი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი