„პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ისნის რაიონში აპირებს კენჭისყრას. მართალია, თვითონ გადაწყვეტილი აქვს მაჟორიტარი დეპუტატი გახდეს, მაგრამ მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებამ მაჟორიტარობის ინსტიტუტი ძალიან დააკნინა. ადრე თუ მაჟორიტარს ვსაყვედურობდით, რეგიონის მცხოვრებთა ინტერესებს სათანადოდ ვერ წარმოადგენსო, მომავალ პარლამენტში არანორმალურად გამსხვილებულ მაჟორიტარულ ოლქებიდან უფრო გაუჭირდებათ დეპუტატებს რეგიონების ინტერესების წარმოდგენა “ – განაცხადა გადაცემის სტუმარმა.
სტუმარი: დავით ჭიჭინაძე – პარლამენტარი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: