საბჭოთა კავშირში და მათ შორის საბჭოთა საქართველოში ერიხ მარია რემარკი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იგი საბჭოთა მოქალაქის საყვარელი ავტორი იყო. მართლაც, საბჭოთა პროპაგანდას, ჭირდებოდა გერმანელი ავტორი, რომელიც ისევე ვერ იტანდა ნაციზმს, როგორც თვითონ.
სამი მეგობრის მაგალითზე ჩვენ მთელი თაობის პალიტრას ვეცნობით.
ჩვენი სტუმარია მწერალი ანა კორძაია სამადაშვილი, რომელიც არა მარტო სტუმარია, არამედ ამ წიგნის მთარგმნელიცაა.
„სამი მეგობარი“ – ერიხ მარია რემარკის რომანი, რომელიც მან 1936 წელს ემიგრაციაში ყოფნისას დაწერა. მთავარი პრობლემა – დაკარგული თაობის მომავალი.
რომანის გამოსვლის შემდეგ მწერალს ჩამოართვეს გერმანიის მოქალაქეობა. ნაცისტების ბრალს დებდნენ სამხედრო სულისკვეთების შებღალვასა და დაკნინებაში. რემარკის წიგნები აკრძალეს და საჯაროდ დაწვეს.
ინტერაქცია: რადიოთეატრი – “სამი მეგობარი” ინსცენირების ავტორი და რეჟისორი – ზურაბ კანდელაკი
რეჟისორის ასისტენტი – ანდრია ვაჭრიძე
ხმის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი – ბაკო ხვიჩია