პიკის საათი - მზექალა შანიძე - 93
პიკის საათი - მზექალა შანიძე - 93
  •  ქართველი ენათმეცნიერი და ფილოლოგი მზექალა შანიძე, 93-ე დაბადების დღის აღსანიშნად, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვეს.

მზექალა შანიძე ავტორია 150-ზე მეტი ნაშრომის ქართული მორფოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტუალური კრიტიკის დარგში. მისი შრომების ერთი ნაწილი დაბეჭდილია საზღვარგარეთ – საფრანგეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში. მზექალა შანიძე არის ღირსების ორდენის (1996), აკაკი შანიძის სახელობის პრემიისა (1990) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის (2011) ლაურეატი. მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა 2016 წელს.

  • საზოგადოების აქტიურობისა და მონდომების საფუძველზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღაში, აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

სატელეფონო ჩართვა: მზექალა შანიძე – ენათმეცნიერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი.