პიკის საათი - „ფრაგმენტები“ -  სერგი ჯიქია
პიკის საათი - „ფრაგმენტები“ - სერგი ჯიქია

„ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის პატრიარქი“  – დოკუმენტური ფილმი, რომელიც  საქართველოში თურქოლოგიის ფუძემდებლის, სერგი ჯიქიას დაბადებიდან 120 წლისთავს ეძღვნება. ფილმის ავტორი და რეჟისორია ეკა ტალახაძე.

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ – სრულიად უნიკალური დოკუმენტი, რომელიც ფასდაუდებელი წყაროა  საქართველოს ისტორიის, ეკონომიკის, გეოგრაფიისა და ტოპონომიკის კვლევისათვის. ეს არის წყარო, რომლის გაშიფვრაც  ქართველმა მეცნიერმა, საქართველოში თურქოლოგიის ფუძემდებელმა სერგი ჯიქიამ შეძლო.

ჩანაწერში მოისმენთ ფრაგმენტს გადაცემიდან „სასიქადულო მამულიშვილები“ სერგი ჯიქიას მონაწილეობით, რომელიც „საქართველოს რადიოს“, „ოქროს ფონდშია“ დაცული. (ავტორი: ნანა ლომიძე)