- წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტი
სიუჟეტში საუბარია „უკვდავების წყაროდ“ ცნობილ წყალტუბოს ბალნეოლოგიურ კურორტზე.
რესპონდენტი: ზაზა ძნელაძე – წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის დირექტორი.
ავტორი: ელენე ტუშური.
- „საახალწლო აურზაური საზღაპრეთში“
15 იანვარს, 16:00 საათზე, სიღნაღის თეატრში ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ სპექტაკლს – „საახალწლო აურზაური საზღაპრეთში“ წარადგენს. აქ ყველა ზღაპრის გმირი იქნება: ფერიები, კომბლე, ნაცარქექია, ყინულის დედოფალი, კარლსონი და ფრეკენ ბოკსი, ბოროტი დედინაცვალი, წითელქუდა, მგელი და სხვა.სპექტაკლზე დასწრება უფასოა.
რესპონდენტი: ხათუნა აღამონაშვილი – სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
- „ოკუპაციის მუზეუმი“ ლანჩხუთში
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე თვეა „ოკუპაციის მუზეუმი“ ფუნქციონირებს, მუზეუმის იდეა პედაგოგ ლადო აფხაზავას და მის მოსწავლეებს ეკუთვნის.
რესპოდენტი: ლადო აფხაზავა – მასწავლებელი.
ავტორი: ზურა კეკელიძე.
რედაქტორი: ბარბარე ბენაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.