პიკის საათი - 30.05.2024
პიკის საათი - 30.05.2024

1) „სათეატრო ძიებები დამოუკიდებლობის პირველ ათწლეულში“

„როცა ამ ტექსტზე ვმუშაობდი ვერც კი წარმომედგინა რა აქტუალურ კონტექსტს მოირგებდა მომავალში და აჩვენებდა ჩვენი სცენის განგრძობად, ურყევ და ჯიუტ მისწრაფებას ახალი შინაარსით ავსებულიყო თავისუფალ საქართველოში, ეპოვა თანამოაზრეები ცივილიზებულ სამყაროში და განვითარებულიყო მათთან ერთად“, – თეა კახიანი.

სტუმრები: თეა კახიანი – წიგნის ავტორი; ნინუცა კაკაბაძე – ყდის დიზაინის ავტორი.

 

2) „ტურიკო“

წიგნის მთავარი გმირი თბილისელი ბიჭია, რომელმაც ერთფეროვან ცხოვრებას უცხოეთში სწავლის გაგრძელება ამჯობინა.

პრაღასა და ვილნიუსში განვითარებული მოვლენები მკითხველის ყურადღებას იმ თავგადასავლებითაც მიიქცევს, რაც, ნაწილობრივ, მწერლის თავს გადამხდარი რეალური ამბებია.

„ტურიკო“ კარლო ჭანტურიას რიგით მესამე სათავგადასავლო წიგნია. მისი პირველი წიგნი „ჰარლი ჰამპტონი“ 2020 წელს დაიბეჭდა.

სტუმარი: კარლო (კოკა) ჭანტურია – მწერალი.

 

3) Euro – Art -ახალი სოციალური პლატფორმა

სტუმარი: ირინა ცერცვაძე – Euro – Art-ის დამფუძნბელი.

 

4) რამინ მიქაბერიძის 80 წლის იუბილე რუსთაველის ეროვნულ თეატრში

რესპონდენტი: მიხეილ ჯავახიშვილი – „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი; საღამოს ორგანიზატორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: