პიკის საათი - 27.10.2022
პიკის საათი - 27.10.2022

1) კლოდ ლელუში 85, მორის ტრენტინიანი 105

კლოდ ლელუშის ფილმი „ქალი და მამაკაცი“ და ავტომბრბოლელ მორის ტრენტინიანის გავლენა ფილმის სცენარზე.

ან გოტიესა და ჟან-ლუი დიუროკის ისტორიის გაგრძელება 53 წლის შემდეგ ფილმში „ცხოვრების საუკეთესო წლები“.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) 27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების და ქართული საბავშო წიგნის დღეა!

27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა, ერისკაცის, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე ქართველი ერის განათლებას მიუძღვნა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი და ამ დღის აღსანიშნავად ყოველ წელს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის საბავშო პროგრამები „შექმენი შენი წიგნი და დაბეჭდე „დედა ენა“.

27 ოქტომბერს ქართული საბავშვო წიგნის დღეც აღინიშნება, რომელიც საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა დააწესა.

ამ დღეს ქართველი მწერლები „ქართული საბავშვო წიგნის დღეს“ აღნიშნავენ.

რესპონდენტები: ნესტან ბაგაური – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო სამსახურის უფროსი

ირმა მალაციძე, სანდრო ასათიანი – საბავშო მწერლები

ნიკოლოზ ლოლაძე – პატარა ილუსტრატორი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) რადიოსპექტაკლი ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ საერთაშორისო ტელე-რადიო ფესტივალზე PRIX EUROPA

„ვაჟას ამ პოემაში ასახულია, თუ რა ცუდია მტრობა ერებს შორის, რა ზიანი მოაქვს, როგორ კლავს ყოველგვარ ადამიანურს, თელავს ადათ-წესებს, ადამიანებს აქცევს შურისძიებით აღსავსე ბრბოდ, ანადგურებს ყოველგვარ ინდივიდუალურს.

სამწუხაროდ მეცხრამეტე საუკუნეში აღწერილი მოვლენები დღესაც არაა უცხო. ამის ნათელი მაგალითია რუსეთის მიერ პროვოცირებული სისხლიანი დაპირისპირება აფხაზეთში, ოსეთში. ომი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ოსებისა და ინგუშების სასაზღვრო კონფლიქტი, 2008 წელს რუსეთის არმიის შემოჭრა საქართველოში, რომელსაც მოყვა დიდი მსხვერპლი და საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაცია. ეს მოვლენები განსაკუთრებით თვალსაჩინო გახადა რუსეთის მიერ გაჩაღებულმა სისხლისმღვრელმა ომმა უკრაინაში.

ამ ამბებიდან გამომდინარე „მტრის ხატის“ შექმნის პროპაგანდამ და დაპირისპირებულ ერებს შორის ერთმანეთის სიძულვილის გაღვივებამ გადაგვაწყვეტინა ამ პოემის განხორციელება და მთლიან კომპოზიციაში ჩაგვესვა აფხაზურ, ინგუშურ, ოსურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე შესრულებული სცენები“, – ზურაბ კანდელაკი

სატელეფონო ჩართვა ბერლინიდან: ნათია ხოშტარია – პირველი არხის პროგრამების მენეჯერი; დადგმის პროდიუსერი

 

4) „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო

„წინანდლის პრემია ცხადყოფს, რომ ჩვენს ახალგაზრდობას ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის, ვერც პანდემია“ – ზურაბ გაიპარაშვილი.

ზურაბ ჟვანიას ფონდი 2022 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.

სტუმარი: ზურაბ გაიპარაშვილი – „წინანდლის პრემიის“ საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი

 

5) „ფოლადის მაგნოლიები“ – პირველი თურქი ქალი მფრინავი

მან მსოფლიოს გარშემო 28 წელი იფრინა, სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობისას 22 სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი ჯამში 8000-ზე მეტი საათის განმავლობაში მართა.

მისი გვარი თურქულად „ცასთან დაკავშირებულს“ ნიშნავს.

საბიჰა გიოქჩენმა უკანასკნელად 83 წლის ასაკში იფრინა…

ავტორი: სოფო გოდუაძე

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: