ომის ჩრდილი: კონფლიქტთან დაკავშირებული მიგრაციის მიმდინარე და გრძელვადიანი შედეგები საქართველოში

წარმოგიდგენთ ინტერკულტურული დიალოგის ფორუმის მიერ გამოცემულ კვლევით პუბლიკაციას/სტატიების კრებულს: ომის ჩრდილი: კონფლიქტთან დაკავშირებული მიგრაციის მიმდინარე და გრძელვადიანი შედეგები საქართველოსთვის. 

კრებულში შესული სტატიები დაიწერა ინტერკულტურული დიალოგის ფორუმის მკვლევრების მიერ 2022 წლის შემოდგომასა და ზამთარში საქართველოში განხორციელებული კვლევითი პროექტის ფარგლებში, რომელიც როზა ლუქსემბურგის ფონდის მიერაა დაფინანსებული. პროექტის ძირითადი მიზანი გახლდათ ომის შედეგად საქართველოში ახალჩამოსულთა საკითხის მიმართ ქართული საზოგადოებასა და სამეცნიერო წრეების ყურადღების მიპყრობა. პროექტის გუნდმა ჩაატარა ანთროპოლოგიური კვლევა ჩაღრმავებული ინტერვიუებით ორ ლოკაციაზე – თბილისსა და ბათუმში, ვინაიდან ამ ქალაქებში ახალმოსახლეთა ანკლავები ყველაზე მასშტაბურია. ინტერვიუები უფრო მეტად მიმართული იყო ახალჩამოსულთა პრობლემებისა და სოციალური საჭიროებების გამოვლენაზე, აგრეთვე ყურადღება ექცეოდა მათ ხედვებსა და დამოკიდებულებებს ერთმანეთისა და ადგილობრივების მიმართ. კრებულში წამოდგენილი სტატიები გვთავაზობენ სამ განსხვავებულ ხედვასა და მოკრებილი მონაცემების ანალიზს თითოეული ავტორის ინდივიდუალური პერსპექტივიდან.

 

იხილეთ კვლევითი პუბლიკაცია:  ომის ჩრდილი

 

 

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას