მაკროეკონომიკა არაეკონომისტებისთვის: როგორ ფუნქციონირებს კაპიტალისტური ეკონომიკა

ჩვენ ვცხოვრობთ კრიზისის ეპოქაში. რამდენად მდგრადი იქნება თანამედროვე გლობალური ეკონომიკა და სახელმწიფო, არსებული გამოწვევების წინაშე, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება თანამედროვე კაპიტალისტური სისტემა. თანამედროვე გლობალური ეკონომიკის კრიზისული მომენტი გამოიხატება ისეთ მაკროეკონომიკურ მოვლენებში, როგორიცაა მაღალი უმუშევრობა, ფასების ინფლაცია, ეკონომიკური სტაგნაცია, მწვავე სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, რაც, თავის მხრივ, ასოცირდება მრავალ სოციალურ გამოწვევასთან, რომლის წინაშეც იმყოფებიან სხვადასხვა საზოგადოებები. თუ როგორ უპასუხებენ კაპიტალისტური სახელმწიფოები არსებულ კრიზისს, ამ მხრივ, ერთ-ერთი ცენტრალური მნიშვნელობა ენიჭება მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს ანალიზს.

ამ კუთხით, რამდენიმე საკითხი შეგვიძლია გამოვყოთ:

პირველ რიგში, გლობალური კაპიტალისტური განვითარების მწვავე კრიზისის პირობებში, ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა მაკროეკონომიკის კრიტიკული თეორიების შესწავლას. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება განვითარებადი ქვეყნების მაკროეკონომიკურ პრობლემებს. ძირითადად, ყურადღება ფოკუსირებულია დომინანტურ ნეოკლასიკურ მოდელზე, რომელიც საკუთარ მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს აფუძნებს მიკრო-ეკონომიკურ პერსპექტივას. ძნელად თუ მოიპოვება სერიოზული მაკროეკონომიკური ანალიზი, რომელიც ამ პარადიგმის მიღმა აანალიზებს განვითარებადი ქვეყნის პრობლემას. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და ჩვენ აქ შეგვიძლია მხოლოდ მთავარი დავასახელოთ: არსებობს მოსაზრება, რომ განვითარებადი ქვეყნები არ განსხვავდებიან განვითარებული ქვეყნებისგან, გარდა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონის, მთლიანი შიდა პროდუქტისა და სხვა მსგავსი რაოდენობრივი მონაცემის მიხედვით, რომ ე.წ. „განვითარებული“ ქვეყანა ე.წ. „განვითარებადი“ ქვეყნის მომავლის სარკისებურ სურათს წარმოადგენს.

სინამდვილეში, „განვითარებადი“ ეკონომიკები „განვითარებული“  ეკონომიკებისგან არა მხოლოდ „რაოდენობრივი“ ფაქტორებით, არამედ „ხარისხობრივი“ ეკონომიკური ფაქტორებითაც განსხვავდებიან, რომელთა იდენტიფიცირება მხოლოდ დომინანტური ნეოკლასიკური თეორიული პარადიგმის მიღმაა შესაძლებელი.

მეორე: თანამედროვე დომინანტური ნეოკლასიკური მაკროეკონომიკური მოდელი, რომელსაც ცენტრალური ბანკები იყენებენ („დინამიური სტოქასტური ზოგადი წონასწორობა“ (DSGE)), წარმოებს ძირითად პოლიტიკის ანალიზის ჩარჩოს, რომლის მიხედვითაც იგეგმება მაკროეკონომიკური პოლიტიკა. ეს მოდელი თანამედროვე კაპიტალისტურ ეკონომიკას განიხილავს, როგორც შინაგანად სტაბილურ სისტემას, რომელსაც არ სჭირდება აქტიური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები სისტემაში სტაბილიზაციისა და სრული დასაქმების მისაღწევად, რადგან ამ მაკროეკონომიკური მოდელის მიხედვით, საბაზრო სისტემას თავად შეუძლია ამის გაკეთება დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

ეს დომინანტური მაკროეკონომიკური მოდელი 1990-იანი წლებიდან იქცა გლობალურად წამყვან პოლიტიკის ჩარჩოდ და წარმოადგენს “მონეტარიზმის,” “ახალი კლასიკური” და „ნიუ-კეინსიანური“ მაკროეკონომიკური სკოლების ინტელექტუალური სინთეზის შედეგს. შესაბამისად, იმისთვის რომ გასაგები და თვალსაჩინო გახდეს აღნიშნული მაკროეკონომიკური მოდელის არსი, მნიშვნელოვანია იმ მაკროეკონომიკური სკოლების ისტორიული და თეორიული ანალიზი, რომლებმაც გავლენა მოახდინა მის ფორმირებაზე.

მესამე, ქართულ სამოქალაქო და პოლიტიკურ სფეროს საგრძნობლად აკლია იმ მაკროეკონომიკური თეორიული ჩარჩოს კრიტიკული ანალიზი, რომელშიც იწარმოება თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკა, რადგან ნაკლებად მიმდინარეობს აქტიური საჯარო დებატები ასეთი ფუნდამენტური საკითხების ირგვლივ. ხშირად, ისეთი მაკროეკონომიკური მოვლენები, როგორიც არის ხანგრძლივი მასობრივი უმუშევრობა, მაღალი ინფლაცია, ხელფასების სტაგნაცია თუ სხვა, განიხილება არა როგორც მაკროეკონომიკური იდეების კრიზისის, არამედ მხოლოდ ცალკეულ პირთა კომპეტენციის კრიზისის შედეგი – თითქოს მაკროეკონომიკური მოდელი სწორია და პრობლემა მხოლოდ ინსტიტუციების ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ კომპეტენციაშია. ამიტომ, ეკონომიკური საკითხების შესახებ დისკუსია ხშირად პიროვნებებს შორის დაპირისპირებაზეა აგებული და არა თავად იმ იდეების ავკარგიანობაზე, რომელსაც ეფუძნება კონკრეტული მაკროეკონომიკური მოდელი. სინამდვილეში კი ხშირად პრობლემებას თავად მაკროეკონომიკური მოდელი წარმოადგენს. შესაბამისად, თუ მოდელი მცდარია, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ მართავს მას, შედეგი ყოველთვის უარყოფითი იქნება, რადგან თავად მოდელი არ მუშაობს. მაგალითად, დასავლეთში ეს ჯერ კიდევ ცხადი გახდა 2008 წლის მსოფლიო გლობალური ეკონომიკური კრიზისით, რომელსაც თან მოჰყვა ევროზონის ვალების კრიზისი, რამაც თვალსაჩინო და ფასდაუდებელი მნიშვნელობა შესძინა კრიტიკულ მაკროეკონომიკურ თეორიას და მის გადაუდებელ საჭიროებას.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკით, ეკონომიკითა და განვითარების საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს ჰქონდეთ თანამედროვე სახელმწიფოს მაკროეკონომიკური ინსტიტუციური წესრიგის შესახებ სრულფასოვანი წარმოდგენა. ამისთვის მაკროეკონომიკის კრიტიკული თეორიული მოდელების შესწავლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

კურსი „მაკროეკონომიკა არაეკონომისტებისთვის: როგორ მუშაობს კაპიტალისტური ეკონომიკა“ მიზნად ისახავს არა მხოლოდ არსებული ცოდნის გადაცემას, არამედ ამ ცოდნის კონტექსტუალიზაციას და განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს გამოწვევებთან ადაპტირებას. ამ კურსის მიზანია წაახალისოს მეცნიერული და კრიტიკული დებატები ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შესახებ საქართველოში, რომელმაც, მიმდინარე გლობალური, რეგიონული და ადგილობრივი გამოწვევების ფონზე, უნდა უბიძგოს ფართო აუდიტორიას, ეძიოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩო, რომლის მეშვეობითაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს მდგრადობა გლობალური კრიზისის მიმართ.

კურსის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ყველა ძირითადი საკვანძო მაკროეკონომიკური თეორია და მათ შორის არსებული საკვანძო განსხვავებები, რომელიც საბოლოო ჯამში დაგვეხმარება განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორც სპეციფიურად განსხვავებული მახასიათებლების მქონე ეკონომიკისთვის საჭირო მაკროეკონომიკური მოდელის აგებაში, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნის წინაშე არსებული მაკროეკონომიკური გამოწვევების საფუძვლიანად გასაგებად.

სწორედ ამიტომ, GIPA, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით, გიწვევთ სალექციო კურსზე „მაკროეკონომიკა არაეკონომისტებისთვის: როგორ მუშაობს კაპიტალისტური ეკონომიკა“. აღნიშნული სალექციო კურსი წარმოადგენს ეკონომიკურ მოდულს სალექციო კურსების სერიიდან, სახელწოდებით: „სამართლის, პოლიტიკის და ეკონომიკის კრიტიკული პერსპექტივები“. სამართლისა და პოლიტიკის მოდულების სალექციო კურსები შემოდგომაზე გამოცხადდება.

კურსზე რეგისტრაცია შეგიძლიათ აქ.

ქვემოთ დეტალურადაა წარმოდგენილი აღნიშნული სალექციო კურსის პროგრამა:

კურსის პროგრამა:

21 მაისი, შაბათი

შესავალი – სალექციო კურსის პრეზენტაცია

 

28 მაისი, შაბათი

ლექცია I – პოლიტიკური ეკონომიის თეორიის არსი

  • რე-კაპიტალისტური ეკონომიკური მოდელი და თეორია;
  • აპიტალისტური ეკონომიკური მოდელი და თეორია;

4 ივნისი, შაბათი

ლექცია II – ეკონომიკური აზროვნების 2 ძირითადი ტრადიცია

2.1. ეინსტრიმული (ორთოდოქსული) ეკონომიკური აზროვნების საფუძვლები;

2.2. რიტიკული (ჰეტეროდოქსული) პოლიტეკონომიური აზროვნების საფუძვლები;

2.3. მოდელებისა და მათემატიკის გამოყენება ეკონომიკაში;

 

11 ივნისი, შაბათი

ლექცია III – რას გვიხსნის მაკროეკონომიკა და როგორ ვიფიქროთ მაკროეკონომიკურად?

3.1. მაკროეკონომიკა vs მიკროეკონომიკა;

3.2. მონეტარული/ფულადი ეკონომიკის არსი;

3.3. ეროვნული შემოსავლებისა და წარმოებული საქონლის გაანგარიშების სისტემა;

3.4. ბიზნეს ციკლების მაკროეკონომიკური თეორიები;

3.5. დასაქმება, ინფლაცია, ეკონომიკური გამოშვება, საპროცენტო განაკვეთები;

 

18 ივნისი, შაბათი

ლექცია IV – ფული, ბანკები და ფინანსური სექტორი

4.1. ფულის 3 სხვადასხვა თეორია: ნეოკლასიკური/პოსტ-კეინსიანური/მარქსისტული;

4.2. ფული და კრედიტი კაპიტალისტურ ეკონომიკაში;

4.3. ფული და საბანკო სისტემა;

4.4. ფინანსური სისტემა;

4.5. ცენტრალური ბანკი და მონეტარული პოლიტიკა;

25 ივნისი, შაბათი

ლექცია Vკლასიკური მაკროეკონომიკური მოდელი

4.1. დასაქმების კლასიკური თეორია;

4.2. უმუშევრობა კლასიკური მოდელის შრომის ბაზარზე;

4.3. წონასწორული ეკონომიკური გამოშვების დონე კლასიკურ მოდელში;

4.4. “სეის კანონი“;

4.5. ფინანსური სექტორი და საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა კლასიკურ მოდელში;

4.6. ფასების დონის განსაზღვრა კლასიკურ მოდელში;

 

 

2 ივლისი, შაბათი

ლექცია VIავსტრიული სკოლის მაკროეკონომიკური მოდელი;

6.1. ავსტრიული სკოლა და პრაქსეოლოგია;

6.2. ლუდვიგ ფონ მიზესის ფულის და კრედიტის თეორია;

6.2. ფრიდრიხ ჰაიეკი და ბიზნეს ციკლების თეორია;

 

9 ივლისი, შაბათი

ლექცია VIIკეინსი და ნეოკლასიკური სინთეზის მაკროეკონომიკური მოდელი

7.1. კეინსის მიერ კლასიკური/ნეოკლასიკური დასაქმების თეორიის კრიტიკა;

7.2. ‘ეფექტური მოთხოვნა’;

7.3. მასობრივი უმუშევრობის, როგორც წონასწორობის ფენომენის არსებობა;

7.4  ციკლური უმუშევრობა;

7.5. კეინსის მიერ სეის კანონისუარყოფა: ზოგადი ჭარბწარმოების შესაძლებლობა;

7.6. ფილიპსის მრუდი: ინფლაცია და უმუშევრობა;

7.7. ნეოკლასიკური სინთეზი (ნეოკეინსიანიზმი) და IS-LM მაკროეკონომიკური მოდელი;

7.8. „აროუ-დებროს მოდელი“ და ვალრასიანული წონასწორობა;

 

17 სექტემბერი, შაბათი

ლექცია VIIIახალი ნეოკლასიკური სინთეზი: მონეტარიზმი, ახალი კლასიკური და ნიუ-კეინსიანური მაკროეკონომიკური მოდელი

8.1. მილტონ ფრიდმანი და ადაპტაციური მოლოდინების ჰიპოთეზა;

8.2. რობერტ ლუკასი და რაციონალური მოლოდინების ჰიპოთეზა;

8.3. ‘რეალური ბიზნეს ციკლის’ თეორია;

8.4. ჯოზეფ სტიგლიცი და ინფორმაციული ეკონომიკა;

8.5. თანამედროვე DSGE მაკროეკონომიკური მოდელი და ცენტრალური ბანკები;

 

24 სექტემბერი, შაბათი

ლექცია IXპოსტ-კეინსიანური მაკროეკონომიკური მოდელი და თანამედროვე მონეტარული თეორია (MMT)

9.1. პოსტ-კეინსიანური მაკროეკონომიკური თეორიის არსი;

9.2. ძირითადი პოსტ-კეინსიანური სკოლები;

9.3. ჰაიმან მინსკი და ‘ფინანსური არასტაბილურობის ჰიპოთეზა’;

9.4. პოლ დავიდსონი და ‘ფუნდამენტალისტური კეინსიანიზმი’;

9.5. მიხაილ კალეცკი და 2 კლასზე დაფუძნებული მაკროეკონომიკური მოდელი;

9.6. დაპირისპირება ‘პოსტ-კეინსიანურ’ და ‘ნიუ-კეინსიანურ’ სკოლებს შორის;

9.7. თანამედროვე მონეტარული თეორია (MMT);

 

 

 1 ოქტომბერი, შაბათი

ლექცია Xმაკროეკონომიკური მოდელი განვითარებადი ქვეყნისთვის

10.1. საერთაშორისო ფინანსური არქიტექტურა და განვითარებადი ქვეყნები;

10.2. განვითარებადი ქვეყნების მაკროეკონომიკური პრობლემები;

10.3. გაცვლით კურსთან დაკავშირებული გამოწვევები განვითარებად ქვეყანაში;

10.4. ვალთან დაკავშირებული გამოწვევები განვითარებად ქვეყანაში;

10.5. ინფლაციასთან და დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები განვითარებად ქვეყანაში.

10.6. განვითარებადი ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკა ღია ეკონომიკაში;

 

8 ოქტომბერი, შაბათი

დასკვნითი შეხვედრა – პრეზენტაციები და კურსის შეჯამება

 

კურსის ლექტორი:

მათე გაბიცინაშვილი

მათე გაბიცინაშვილი არის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის სფეროს მკვლევარი და გადაცემა 42- პარალელის ანალიტიკური მიმომხილველი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მისი კვლევითი ინტერესები შეეხება კაპიტალისტურ განვითარებას, პლურალისტურ მაკროეკონომიკურ თეორიასა და მაკროეკონომიკური ტრანსფორმაციის თეორიებს.