არ არსებობენ ბოროტი და კეთილი სახელმწიფოები

 

ავტორი: შოთა მგელაძე – საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

 

მას შემდეგ რაც არენაზე მასობრივი ბეჭდვითი და ელექტრონული საშუალებები მომრავლდნენ სამყარო ინფორმაციულ წყვდიადში მოექცა. იგრძნეს რა სახელმწიფოებმა ტექნოლოგიური საშუალებებით აზრებისა და განწყობების მანიპულაციების ეფექტური საშუალება, ისინი სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ მათ გამოყენებას.  მაგალითად ნაცისტურ გერმანიაში და არამარტო დიდი ტყუილის პროპაგანდისტულ მეთოდს იყენებდნენ, რომლის მთავარი არქიტექტორი იოზეფ გებელსი გახლდათ. არსი შემდეგში მდგომარეობდა – თქვენ განუწყვეტლივ გიმეორებდნენ დაუჯერებელ ტყუილებს. სხვათაშორის თავის ლექციებში მერაბ მამარდაშვილს მოყავს მსგავსი მაგალითი მოწმის ჩვენებაზე, როდესაც მას განუწყვეტლივ ერთ სცენას უმეორებდნენ და მოწმეც შემდეგ ამ გამოგონილი ჩვენების მოწმე ხდებოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო ყველაზე უკეთ საბჭოთა კავშირში მცხოვრებლებს ემახსოვრებათ, რომ საბჭოთა კავშირში მაგალითად ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფები ყავდათ და სხვა ათასი სისულელე, რითაც ტვინს ურეცხავდნენ მოქალაქეებს. ჩრდილოეთ კორეელს თუ კითხავთ მათმა ეროვნულმა ნაკრებმა ბრწზილია დაამრცხა, როდესაც სინამდვილეში მატჩი 2-1 მორჩა და მაყურებელს მხოლოდ კორეელთა გოლი აჩვენეს. ასეთი მაგალითების მოყვანა დაუსრულებლივ შეიძლება. თუმცა აღნიშნულ სტატიაში განვიხილავ ლიბერალური თეორიის ერთ-ერთ ავადმყოფურ გადმონაშთს, რომელიც სახელმწიფოებს კეთილ და ბოროტ სახელმწიფოებად ყოფს, რომელსაც ქვეყნის ლიდერები ძირითადად პოლიტიკურ განცხადებებში იყენებენ.

 

ისტორია როგორც საპირისპირო მტკიცებულება

სიკეთისა და ბოროტების სახელმწიფო დონეზე საუბრისას ყველას გვახსენდება რონალდ რეიგანის გამოსვლა, როდესაც ის საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერიად იხსენიებს. ან ჯორჯ ბუშის 2002 წლის გამოსვლა, სადაც ჩამოთვლის ბოროტების ღერძის ქვეყნებს . საყურადღებოა, რომ პირველი ირან-კონტრას საქმის სკანდალში გაეხვა, რომელიც კანონის გვერდის ავლით იარაღის გაყიდვას გულისხმობდა. მეორემ კი ამერიკის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე  საშინელი სამხედრო კამპანია აწარმოა ვიეტნამის შემდგ.  მანამდე შეერთებულმა შტატებმა 1945 წლის 10 მარტს დაბომბა ტოკიო, რომელსაც 100,000მდე  მშვიდობიანი ადამიანი შეეწირა. სხვათაშორის ამერიკელი სტრატეგოსები აშენებდნენ გერმანულ და იაპონური ტიპის მცირეკე ქალაქების ტიპს, რომელზეც ცდიდნენ ჩამოსაგდები ბომბების ეფექტურობას.  რამოდენიმე თვის შემდეგ კი გვახსოვს ატომური ბომბები[1]. და ეს ვსაუბრიბთ სახელმწიფოზე, რომლისთვისაც ადამიანის უფლებები უნივერსალური და ამოსავალი წერტილია. მე ხშირად ვახსენებ ასევე ცივი ომის დროსაც შეერთეული შტატების საგარეო კურსს, როდესაც ის არ ერიდეოდა ავტოკრატთნ პირდაპირ თანამშრომლობას. გაიხსენეთ ასევე ჩილესთვის 11 სექტემბერი ოღონდ 1973 წლის.  მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ არა შეერთებული შტატები თუნდაც პირველ და მსოფლიო ომში სამყარო დღეს გაცილებით მუქი იქნებოდა ვიდრე დღესაა. მაგრამ ჩვენ უმდა გავიგოთ მოტივი თუ რატომ აკეთებს ესა თუ ის სახელმწიფო ამას.

 

ბოროტისა და კეთილის მიღმა მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებია.

თავი რომ დავანებოთ შეერთებულ შტატებში  პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მეტ-ნაკლებად წარმოებულ იზოლაციონისტურ კამპანიას[2] დავსვათ მარტივი კითხვა თუ რატომ იცავს ამერიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ლიბერალურ წესრიგს? პირველ რიგში ალბათ პასუხს ეკონომისტები გაგვცემენ, რომლებიც სულ იოლად სტატისტიკაზე დაყრდნობით გვაუწყებენ მარტივ ჭეშმარიტებას. ამერიკა ყველაზე მეტ სარგებელს იღებს ამ წესრიგიდან. მეორე მხრივ, დაივიწყეთ ვუდრო ვილსონი და მისი იდეალიზმი. ყველაფერს განაგებს ძალთა ბალანსი. ამ პრინციპით მოქმედებდა დიადი დიდი ბრიტანეთი მეცხრამეტე საუკუნეში და ამ პრინციპით მოქმედებენ დიდი სახელმწიფოები დღესაც. იყო დრო როდესაც ბრიტანეთი ანტანტამდე გერმანიასთან მართავდა კონსულტაციებს, თუმცა გერმანულმა დაჟინებული გარანტიების მოთხოვნამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ჩვენ გვახსოვს ნიქსონის ლეგენდარული ვიზიტი ჩინეთში და საკმარისია თუნდაც ავიღოთ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები უმალ დავინახავთ სად იჩენს ძალთა ბალანსის ცვლილება თავს, რომელსაც მოყვება ანტაგონიზმი. ხოლო ამ უკანასკნელს ლიბერალური ფასადური სიტყვათა მასალა[3]. მაგალითისთვის, სანამ მუშაობდა ეგრეთწოდებული win-win სტრატეგია და ჩინეთი არ იყო საკმარისად ძლიერი, როგორიც ის დღესაა ადამიანის უფლებების დარღვევა დროებით მოვლენად მიიჩნეოდა, ვინაიდან მუშაობდა მარტივი ფორმულა. კერძოდ, ლიბერალების გადმოსახედიდან ვაჭრობა იწვევდა დოვლათის და კაპიტალის შექმნას, რაც იწვევდა დამოკიდებულას. შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო საშუალო ფენის ჩამოყალიბება, რომელიც მთავრობას რეფორმებისკენ მოუწოდებდა. უნდა ითქვას, რომ უკანასკნელი ლიბერალიც აღიარებს, რომ ამ მიდგომამ არ იმუშავა. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ „ბოროტი“ ჩინური რეჟიმი ჩინეთის მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა იგრძნო რეალური ჩელენჯერის საფრთხე ანუ იცვლებოდა ძალთა ბალანსი ჰეგემონის საწინააღმდეგოდ. შედეგად დაიწყო ახალი დისკურსი, დემოკრატიული სახელმწიფოები ავტოკრატიულების წინააღმდეგ. გაისმა იდეები დემოკრატიული სამიტებისა[4] ახალი მსოფლიო გადანაწილების და ა.შ.

 

დასკვნა

დასასრულისკენ დავსვათ კიდევ ერთი მარტივი კითხვა. რატომ არ არის შეშფოთებული ლიბერალური მსოფლიო რაც იემენში ხდება. რატომ არ აღვიქვამთ ბოროტ ძალებად სირიაში საკუთარი ინტერესებით მოქმედ სახელმწიფოებს, რომლებმაც ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრება კოლაფსამდე მიიყვანეს. რატომ არ ცდილობს მაგალითად იგივე შეერთებული შტატები დემოკრატიული რეფორმების თავს მოხვევას საუდის არაბეთზე?  პასუხი შეგიძლიათ ეძიოთ სტატიის სათაურსა და დასაწყისს შორის.

საილუსტრაციოდ გამოდგება იაპონური ქეისიც. დღეს ჩვენ ვხედავთ როგორ ეხმარება იაპონია უკრაინას და დანარჩენ ქვეყნებთან ერთად ცდოლობს ამომავალი მზის ქვეყანა რუსეთის იზოლირებას. შეგახსენებთ, რომ რუსეთი აგრესორი 24 თებერვალს არ გამხდარა, რუსეთი აგრესორი იყო 2008 წლის აგვისტოშიც და უკრაინის შემთხვევაში 2014 წლის 20 თებერვალს. მაშინ იაპონური პასუხი მოკრძალებული გახლდათ. დღეს იაპონიის ეროვნული ინტერესია, რომ აგრესორმა გადაიხადოს გაცილებით მეტი, რათა ეს მაგალითად იქცეს მომავალი აგრესორისთვის. და როცა ამ წინადადებას ვკითხულობთ მისი ადრესატი რათქმაუნდა ჩინეთია, ხოლო პოტენციური მსხვერპლი თაივანი.

და ბოლოს სიკეთის გამარჯვება უკრაინაში ბოროტის წინააღმდეგ. მე იმედი მაქვს, რომ უკრაინა გადაწონის რუსეთს, თუმცა ეს არ იქნება აპოკალიფსისი. – ბოროტების საბოლოოო დამარცხება. სანამ იარსებებნ სახელმწიფო ინტერესები იქნება დაძაბულობის მუხტი. 21 საუკუნეში ომები არ გაქრება, თუ სახელმწიფოები არ გაქრნენ, ან გენიალურ ანტუან-ჰენრი ჯომინის, რომ დავესესხოთ: „სანამ იქნება კაცობრიობა, ომი მანამდე იარსებებს.“ ჯერჯერობით აღნიშნული ჰიპოთეზა კაცობრიობის ისტორიაში ყველა საუკუნეში დამტკიცდა. უფრო მეტიც რაც წლები გადის ჩვენ სულ უფრო დრამატულ ომებს ვუყურებთ, რაც დაკავშირებულია სამხედრი ტექნოლოგიების, დოქტრინების და კონცეპტები განვითარებასთან. ერთი საიმედო პერსპექტივა ეს mad world კონცეპტია, როდესაც ატომური ბომბები შექმნეს სახელმწიფოებმა. თუმცა ბედის ირონიით უარესი არ აღმოჩნდეს ჩვენთვის, ვინაიდან სამყაროს ჩვენ მიერვე განადგურებამდე მხოლო წამები გვაშორებს, წამები როდესაც შეწყდება კეთილზე და ბოროტზე დისკურსიც.

P.S: რადგან ატომურ ბომბს შევეხე, დაიწერა ბევრი მოსაზრება, რომ უკრაინას უნდა შეენარჩუნებინა ატომური არსენალი, რაც საბჭოთა კავშირისგან რჩებოდა. ამაზე წერდა ჯერ კიდევ 90-იანებში მეარშაიმერი, უბრალოდ საკითხის აქტუალურობამ კვლავ წამოჭრა მსგავსი აზრები. პირველ რიგში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ეკონომიკური ხარჯი, რომელიც ჭირდება ატომური იარაღის შენახვას და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის მაშინდელი შეერთებული შტატების, როგორც იმ დროის ერთადერთი ზესახელმწიფოს განწყობა, რომელსაც დაუშვებლად მიაჩნდა ატომური იარაღის გავრცელება. შესაბამისად უკრაინა ფაქტიურად იზოლაციაში აღმოჩნდებოდა, რასაც მაშნდელი პოლიტიკური რეჟიმი ვერ გაუძლებდა.

[1] საინტერესოა ამ ფაქტების შემდეგ თუ როგორ იზომება სიკეთე და ბოროტება ლიბერალურ ჭრილში.

[2] დამატება – რომ არა პერლ-ჰარბორი შეერთებული შტატები დიდი ალბათობით უშუალოდ არ ჩაერთვებოდა ომში, მიუხედავად ლენდ-ლიზისა და  ფრანკლინ დელანო რუზველტის სწორი მისწრაფებებისა,

[3] ანუ როდესაც ერთი სახელმწიფო უკვე გრძნობს საფრთხეს მეორე სახელმწიფოსგან იწყება იმ თემებზე აპელირება, რომლებიც ადრე უმნიშვნელოა იყო.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას