საქართველოს პრეზიდენტის როგორც უმაღლესი მთავარსარდლის როლი კონსტიტუციურ სისტემაში

ფოტო(წყარო): საზოგადოებრივი მაუწყებელი

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტით მნიშვნელოვნად იზღუდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, მათ შორის როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის. წარმოდგენილ დოკუმენტში მოკლედ არის განხილული პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილება დღეს მოქმედ კონსტიტუციაში, ასევე როგორ იზღუდება მისი უფლებამოსილება ახალი პროექტით, რა ხარვეზებს შეიძლება შეიცავდეს ის და როგორია საერთაშორისო პრაქტიკა.

პრეზიდენტის როლი და ადგილი მოქმედ კონსტიტუციაში

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მეოთხე თავის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტით პრეზიდენტი „არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი“. 72-ე მუხლის მიხედვით კი:

„საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიცმოქმედებს შესაბამისად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დამთავრებამდე; ახორციელებს საგანგებოღონისძიებებს. დეკრეტები წარედგინება პარლამენტს, როცა იგი შეიკრიბება.“

მნიშვნელოვანია ის, რომ 73-მუხლით საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე  ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და სხვა მხედართმთავრებს.

ასევე, მოქმედი კონსტიტუციით სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, რაოდენობას კი ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მოქმედი კონსტიტუციით, ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომელიც ემსახურება სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვას თავის მხრივ ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით, სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას ასევე იღებს საქართველოს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად. ასევე, არსებული კონსტიტუციის მიხედვით:

„სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვასახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების გადაწყვეტილებას იღებსსაქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად დაძალაში შედის პარლამენტის თანხმობის შემდეგ.

პრაქტიკულადდღეს მოქმედი კონსტიტუციითპრეზიდენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებსთავდაცვის და უსაფრთხოებოის სფეროშიმისი როგორც კონსტიტუციური ასევე პოლიტიკურიჩართულობითთუმცა საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ცვლილებებით ხდება მისიროგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაცუკავშირდება ქვეყნის სრულ ტრანზიციას საპარლამენტო მმართველობის მოდელზე.

პრეზიდენტის ადგილი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტით, პრეზიდენტის როლი ასევე განსაზღვრულია, როგორც ქვეყნის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის. ასევე, მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობიდან ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამხედრო ძალების მეთაურს. თუმცა, ახალი პროექტით პრეზიდენტი აღარ ხელმძღავნელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს (განსხვავებით მოქმედი კონსტიტუციისგან), რადგან კონსტიტუციური ცვლილებებით ეროვნული უშიშროების საბჭო უქმდება. თავის მხრივ კი, უშიშროების საბჭოს გარკვეულწილად ჩაანაცვლებს ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს ახდენს კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციას და რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრები კი ასევე არიან სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები (მაგ. პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები და ა.შ.)

ასევე, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით, სამხედრო ძალების საერთო სტრუქტურას მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, რაოდენობას კი მთავრობის წარდგინებით პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ასევე, ახალი პროექტით საქართველოს სამხედრო ძალები მოქმედებენ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით კანონით დადგენილი წესით, ხოლო საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს პრემიერ მინისტრის ბრძანებით.

წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებებით, საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საომარ მდგომარეობას. ასევე, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს პრეზიდენტი გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც მოქმედებენ ასეთი მდგომარეობის გაუქმებამდე. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მას აცხადებს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინების საფუძველზე და ამ გადაწყვეტილებას დაუყონებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.

რაც შეეხება სამხედრო ძალების გამოყენებას, ახალი კონსტიტუციის პროექტის 72-ე მუხლის, პირველი და მეორე პუნქტები შემდეგნაირად არეგულირებს (ამონარიდი კონსტიტუციიდან):

1.სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობის წარდგინებით იღებსსაქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად.საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალების გამოყენება დაუშვებელიაპარლამენტის თანხმობის გარეშე. გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის, აგრეთვე ბუნებრივი ანტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ იღებსპრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ.

2.სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებშიქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილებისგადაწყვეტილებას მთავრობის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილებადაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად და ძალაში შედის პარლამენტის თანხმობისშემდეგ.

ხარვეზები

კონსტიტუციონალისტებში არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის ფუნქციები, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის მნიშვნელოვნად შეზღუდულია და პრაქტიკულად მიბმულია პრემიერ მინისტრის გაზრდილ უფლებამოსილებასთან საომარი მდგომარეობის გამოცხადების ან სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ. ასევე, მათი აზრით პრობლემას ქმნის ისიც, რომ უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რაც არ მისცემს შესაძლებლობას პრეზიდენტს რეგულარულად გაეცნოს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე პროცესებს თუ გამოწვევებს. შესაბამისად, მისი როგორც უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქცია უფრო სიმბოლური ხასიათისაა, რადგან მას არ ეძლევა საშუალება იყოს ინფორმირებული და გაცნობიერებული თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე მოვლენებით.[1]

ასევე, შესაძლოა კრიზისული ვითარება შექმნას იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ როგორც საომარ ასევე საგანგებო მდგომარეობის აქტს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია საჭიროებს, რამაც შესაძლოა ინსტიტუტებს შორის დაპირისიპირების შემთხვევაში შექმნას გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური და ქვეყნისთვის საზიანო მექანიზმი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს გარკვეული კითხვები იმის შესახებ, რომ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუკი პრეზიდენტი უარს იტყვის საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე? თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ექსპერტების აზრით კი ასეთი მოცემულობა პრაქტიკულად შეუძლებელია შეიქმნას ორი ძირითადი მიზეზის გამო: 1. პრეზიდენტის ინტერესშია გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა, რადგან ის უხელმძღვანელებს სამხედრო ძალებს. 2. სანამ საომარი მდგომარეობა გამოცხადდება, მანამდე სახელმწიფო უკვე იწყებს საბრძოლო ოპერაციებს, რასაც ლოგიკურად მიჰყვას პრეზიდენტი საომარი მდგომარეობის გამოცხადების აქტამდე.[2]

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არსებული საკონსტიტუციო ცვლილებებით კრიზისების მართვა ევალება პრემიერ-მინისტრს, ალბათ უფრო პრაგმატული და რაციონალური იქნებოდა უფრო მეტად შეიზღუდოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადების კუთხით.

საერთაშორისო პრაქტიკა

საერთაშორისო პრაქტიკა ამ მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანია. მაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრეზიდენტი ასევე არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. პარლამენტი აცხადებს საომარ მდგომარეობს, ხოლო შეიარაღებული ძალების მოქმედებებს საომარი მდგომარეობის დროს განსაზღვრავს მთავრობა. რაც შეეხება ეროვნული უშიშროების საბჭოს, მას ხელმძღვანელობს პრემიერ მინისტრი, ხოლო პრეზიდენტი კი მხოლოდ უფლებამოსილია დაესწროს მის სხდომებს. სხვა საერთაშორისო პრაქტიკას თუ დავაკვირდებით, მაგალითად პოლონეთის შემთხვევაში, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მცველი. ასევე, პრეზიდენტი არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. პოლონეთის კონსტიტუციით, მშვიდობიანობის დროს პრეზიდენტი განკარგავს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით. ასევე პრეზიდენტი ნიშნავს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და ასევე სხვა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებს. ასევე, მსგავსად საქართველოში დღეს მოქმედი პრაქტიკისა, პოლონეთშიც, ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია. რაც შეეხება გერმანიისგამოცდილებას, ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში საომარ მდგომარეობას აცხადებს ფედერალური პრეზიდენტი ბუნდესტაგის თანხმობით. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ კი შეიარაღებული ძალები გადადის ფედერალური კანცლერის სრულ განკარგულებაში.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, პრეზიდენტის როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილება საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტით უფრო სიმბოლურ და ცერემონიულ ხასიათს ატარებს. პრაქტიკულად, მთავრობის და პრემიერ მინისტრის როლი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვნად გაზრდილია. პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციას ასევე მნიშვნელოვნად ზღუდავს ის ფაქტი, რომ უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, ხოლო ეროვნული თავდაცვის საბჭო კი ფუნქციონირებს მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს. თუმცა, როგორც უკვე ზემოთ არის აღნიშნული პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის ფუქნციების შესუსტება არ იყო მოულოდნელი რათა ის ბმაშია საპარლამენტო მმართველობის მოდელის ფორმაციასთან საქართველოში.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

[1]გასაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორთან, კოტე ჩოკორაიასთან, 17/05/2017

[2] გასუაბრება თავდაცვის ექსპერტთან, 17/05/2017