პრეზიდენტის ინსტიტუტი საპარლამენტო სისტემის პირობებში: ევროპული დემოკრატიების შედარებითი ანალიზი

შესავალი: დემოკრატიული მმართველობის ორი მოდელი

დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ მმართველობის ორივე მოდელი, როგორცსაპარლამენტო ასევე საპრეზიდენტო, არის თანამედროვე დემოკრატიული პოლიტიკისფუნქციონირების ფორმა. ორივე მოდელის ინტელექტუალური ისტორია დასავლურიწარმოშობისაა და მოდერნიზაციის ერთგვარი სოციო-პოლიტიკური პროდუქტია. თუმცა,კონტინენტური ევროპული ქვეყნები არჩევენ მეტწილად საპარლამენტო მოდელს, მაშინროდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მმართველობის ფორმა მთლიანად ეფუძნებასაპრეზიდენტო მოდელს. პოლიტიკურად რომ ავხსნათ, ძირითადი განსხვავება ამ ორსისტემას შორის არის იმის თაობაზე თუ როგორ უნდა გადანაწილდეს ძალაუფლება და ვისხელში უნდა იყოს რეალურად თავმოყრილი პოლიტიკური ძალაუფლება. შესაბამისად, პრაქტიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, საპრეზიდენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტიდა მისი გუნდი (მაგ. მისი პარტია, მრჩევლები, აპარატი, მოკავშირე ელიტები და ა.შ.)წარმოადგენს ძალაუფლების ძირითად კონგლომერატს, მაშინ როდესაც საპარლამენტოსისტემის პირობებში ძალაუფლება ეკუთვნის იმ პარტიულ ჯგუფს (ან ჯგუფებს), რომელიციმარჯვებს არჩევნებში, იძენს ფართო სოციალურ ლეგიტიმაციას და საპარლამენტოპოლიტიკის მეშვეობით აყალიბებს მთავრობას და ამით იღებს რეალურ ძალაუფლებას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საპარლამენტო მმართველობის ფორმა აიძულებსპოლიტიკურ პარტიებს იფიქრონ მათი იდეოლოგიური იდენტობის მკაფიოდ ფორმირებაზედა მობილიზაცია მოახდინონ საკუთარი ელექტორატის, რომელიც გარკვეულ იდეოლოგიურთუ ღირებულებით მოცემულობას დაეყრდნობა არჩევანის გაკეთებისას. თუმცა, უნდააღვნიშნოთ ისიც, რომ ხშირად ინდივიდი ნებისმიერი მმართველობის სისტემის პირობებშიარჩევანს აკეთებს არა რაციონალური მიდგომით, არამედ ემოციური ორიენტირებისგამოყენებით.

 

პრეზიდენტის ინსტიტუტი საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეშ: მნიშვნელობა, როლი და ფუნქცია

ზოგადად, არსებობს საპარლამენტო მმართველობის ორი ფორმა: ვესტმინსტერის მოდელი და დასავლეთ ევროპული მოდელი. აქედან პირველი ფორმა ანუ ვესტმინსტერის მოდელი მორგებულია დიდ ბრიტანეთსა და ე.წ. თანამეგობრობის ერებზე (მაგ. კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ა.შ.). რაც შეეხება მეორე ფორმას ანუ დასავლეთ ევროპულ საპარლამენტო დემოკრატიას, ის მორგებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაზე, სადაც მიუხედავად მმართველობის საპარლამენტო ფორმისა ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს პრეზიდენტის ინსტიტუტიც. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში, რომელთა მმართველობის ფორმა საპარლამენტო სისტემაა, პრეზიდენტი სიმბოლური ფუნქციის მატარებელია და არ განსაზღვრავს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგს და შესაბამისად ვერ დომინირებს ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე. თუმცა არის გარკვეული შემთხვევები, როცა ასეთი სისტემის პირობებში პრეზიდენტებს აქვთ მცდელობა ძალაუფლების კონსოლიდაციის . ვეცდები მოკლედ მიმოვიხილო ზოგიერთ თანამედროვე ევროპულ დემოკრატიებში პრეზიდენტის მნიშვნელობა და მისი პოლიტიკური როლი.

გერმანია

შეიძლება ითქვას, რომ გერმანია კონტინენტური ევროპული საპარლამენტო მოდელისკლასიკური რეპრეზენტაციაა. შესაბამისად, ხშირად ასეთ მოდელს ასევე ვუწოდებთგერმანულ მოდელსაც. საპარლამენტო სისტემის წარმატებას გერმანიაში ცხადიაგანაპირობებს საპარლამენტო პოლიტიკის ის ტრადიციები, რომელთა განვითარება მეორემსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ხდებოდა, როდესაც პოლიტიკური მოდერნიზაციისახალი ტალღა აქტიურად იყო მიმართული ეფექტური საპარლამენტო სისტემისჩამოყალიბებაზე.

პროფესორი მანფრედ შმიდტი წარმოგვიდგენს გერმანულ სახელმწიფოს, როგორცსაპარლამენტო მმართველობის მოდელს, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ამერიკულისაპრეზიდენტო ან გნებავთ ფრანგული ნახევრად საპრეზიდენტო მოდელისგან ან თუნდაცბრიტანული საპარლამენტო მონარქიის მოდელისგან. შმიდტი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტისფუნქციები გერმანიაში ცერემონიულია და ის ასრულებს გარკვეულ სიმბოლურ პოლიტიკურქმედებებს (მაგალითად ბუნდესტაგს წარუდგენს ფედერალური კანცლერის თანამდებობაზეასარჩევ კანდიდატს). ამიტომ, ზოგადად, გერმანულ პოლიტიკური სისტემას ხშირადუწოდებენ  „კანცლერის დემოკრატიას“, რადგან ამ ქვეყნის საპარლამენტო სისტემაზეყოველთვის დომინირებს კანცლერის პოლიტიკური ფენომენი, მაშინ როდესაც პრეზიდენტისროლი ძალიან სუსტია.

გამომდინარე პრეზიდენტის ინსტიტუტის სუსტი პოლიტიკური როლიდან, გერმანიაშიპრეზიდენტი აირჩევა არაპირდაპირი გზით ანუ ფედერალური კრების მიერ (ანუ სპეციალურიორგანოს მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბუნდესტაგის ყველა წევრი და ასევეფედერალური მიწების საკანონმდებლო სტრუქტურათა დელეგატები იმ ერთი კონკრეტულიმიზნით, რომ აირჩიონ ქვეყნის პრეზიდენტი). გერმანიის კონსტიტუციის 54-ე მუხლი კიამბობს, რომ პრეზიდენტის არჩევა ხდება ყოველგვარი დებატების გარეშე 5 წლის ვადით.

 

იტალია

იტალიის პოლიტიკური და ინტელექტუალური ცხოვრება მისი საპარლამენტო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. პარტიული სისტემა გაცილებით მრავალფეროვანია ვიდრე გერმანიაში და დემოკრატიული პოლიტიკის პროცესი გაცილებით მდიდარი ვიდრე ბევრ სხვა ევროპულ დემოკრატიებში. თუმცა, მსგავსად გერმანიისა, იტალიაშიც პრეზიდენტი ასევე სუსტი პოლიტიკური როლი მქონეა. შესაბამისად, გამომდინარე მისი სუსტი პოლიტიკური, ერთგვარი რიტუალური მნიშვნელობიდან, იტალიაშიც პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით ირჩევა. იტალიის კონსტიტუციის მიხედვით რესპუბლიკის პრეზიდენტი აირჩევა პარლამენტის მიერ 7 წლის ვადით. იტალიის კონსტიტუცია ნათლად განსაზღვრავს პრეზიდენტის როლს როგორც სახელმწიფოს მეთაურის, რომელიც წარმოადგენს ეროვნული ერთიანობის სიმბოლოს. ცხადია, პრეზიდენტი აღჭურვილია ასევე გარკვეული მნიშვნელოვანი ფუნქციებით (მაგ. გარკვეული თანამდებობის პირების დანიშვნა, რეფერენდუმის დანიშვნა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობა და ა.შ) მაგრამ პარტიული პოლიტიკის და საპარლამენტო ცხოვრების მდიდარი ისტორიული ტრადიციებიდან გამომდინარე იტალიაში პრეზიდენტი არ არის განსაკუთრებული პოლიტიკური როლის მატარებელი და შესაბამისად ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩევაც იტალიური პოლიტიკური ცხოვრებისათვის არაბუნებრივი მიდგომა იქნებოდა. ამიტომაც, ალბათ ლოგიკურია ის, რომ იტალია როგორც განვითარებული საპარლამენტო სისტემის მქონე ქვეყანა არჩევს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის გზას, რაც თავის მხრივ გამოხატავს იტალიაში კლასიკური, კონტინენტური ევროპული პოლიტიკური სისტემის ფორმაციას.

პოლონეთი

რასაკვირველია პოლონეთის მაგალითი ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანიაიმდენად, რამდენადაც პოლონეთი არ წარმოადგენს დასავლეთ ევროპულ დემოკრატიას,თუმცა მოიაზრება ევროპული დემოკრატიის ზოგად კონტექსტში. მსგავსად გერმანიისა დაიტალიისა, პოლონეთის მმართველობის სისტემაც საპარლამენტო რესპუბლიკაა, თუმცაგანსხვავებით ამ ორი ტრადიციული საპარალამენტო დემოკრატიებისგან, პრეზიდენტისროლი, ფუნქცია და არჩევის წესი პოლონეთში განსხვავებულადაა ორგანიზებული.

მიუხედავად საპარლამენტო ფორმისა, პრეზიდენტის როლი და პოლიტიკურიმნიშვნელობა პოლონეთში უფრო დიდია ვიდრე სხვა ევროპულ დემოკრატიებში რასაცგანაპირობებს ამ ქვეყნის ერთგვარი ისტორიული გამოცდილება და სოციო-კულტურულიფაქტორები. საქმე იმაშია, რომ მეოცე საუკუნის პოლონეთის პოლიტიკური იდენტობაგანიცდიდა დემოკრატიულობის საკმაოდ მძაფრ კრიზისს. მნიშვნელოვანია ასევე გვესმოდესისიც, რომ დემოკრატიის კრიზისი პოლონეთში არ იყო მხოლოდ კომუნიზმის ეპოქისთვისდამახასიათებელი პროცესი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავტორიტარული მმართველობაპოლონური სახელმწიფოს ინტეგრალური ნაწილი იყო მეოცე საუკუნის პირველ ნახევარშიც,იოზეფ პილსუცკის მმართველობის პერიოდში, რომელიც იყო გამოკვეთილად სამხედროხასიათის ავტორიტარული ლიდერი მკვეთრად ანტიდემოკრატიული შეხედულებებით.მარტივად რომ ვთქვათ, პოლონეთის ისტორიამ და მისმა როგორც სამხედრო ყაიდისსახელმწიფოდ განვითარებამ ხელი შეუწყო ერთპიროვნული მმართველების ჩამოყალიბებასდა შესაბამისად ამ ისტორიული მეხსიერების ერთგვარ ზეგავლენად უნდა მივიჩნიოთ დღესპოლონეთში პრეზიდენტის მნიშვნელოვანი როლი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ცხადიაპოლონეთში პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი გზით ანუ ხალხის მიერ. უფრო კონკრეტულად,პოლონეთის კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტი აირჩევა ხალხის მიერ 5 წლის ვადითდა მისი არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ ზედიზედ. ამასთანავე, განსხვავებითგერმანიასა და იტალიისგან, პოლონეთის კონსტიტუცია ფართო ჩანაწერს აკეთებსპრეზიდენტის შესახებ და ანიჭებს მას მთელ რიგ ფუნქციებს.

როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, პრეზიდენტის როლი ქვეყენის ცხოვრებაში საკმაოდ ძლიერია. თუმცა, ცხადია მისი გავლენავერ იქნება პრემიერ მინისტრზე მეტი, მაგრამ მისი გავლენები ქვეყნის პოლიტიკურ დასოციალურ ცხოვრებაში საკმაოდ თვალშისაცემია. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტისმზარდი როლი ხშირად იქნა გამოყენებული პოლონეთის უახლეს ისტორიაშიანტიდემოკრატიული პოლიტიკის საწარმოებლად, რაც განსაკუთრებით გამოიხატებოდაპრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მმართველობის პერიოდში, რა დროსაც პოლონეთისდემოკრატიული განვითარება დაჩრდილა პრეზიდენტ კაჩინსკის საშიშმა ნაციონალისტურმაქარიზმამ და პოპულისტურმა პოლიტიკამ.

 

ჩეხეთის რესპუბლიკა

მსგავსად პოლონეთისა, ჩეხეთში, სადაც ასევე საპარლამენტო სისტემა ფუნქციონირებს, პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი გზით. თუმცა 2012 წლამდე პრეზიდენტი აირჩეოდა არაპირდაპირი გზით, ჩეხეთის პარლამენტის მიერ. 2012 წლის შემოდგომიდან კი პრეზიდენტი არჩევა ხალხის მიერ 5 წლის ვადით. უნდა ითქვას, რომ განსხვავებით პოლონეთისგან, ჩეხეთში, პრეზიდენტის გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არის ძლიერი. ამას განაპირობებს ჩეხეთის პარტიული სისტემა, რომელიც პოლონეთისგან განსხვავებით უფრო მეტად მიმართულია დასავლური პოლიტიკური სისტემის პრინციპებზე, რაც აფუძნებს პრეზიდენტის სუსტ როლს საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ 2013 წლის გაზაფხულზე ჩატარებული არჩევნების შედეგად ჩეხეთის პრეზიდენტი ხდება ექსცენტრიული პოლიტიკოსი მილოშ ზემანი, რომელიც ხშირად მანიპულირებს იმით, რომ ის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია და გამოირჩევა ისეთი პოლიტიკური რიტორიკით, რომელიც ხშირად ქმნის კრიზისულ ვითარებას ჩეხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზემანის სკანდალური თვისებები და მზარდი ვულგარული განცხადებები არ პასუხობს თანამედროვე ჩეხეთის პოლიტიკური და დემოკრატიული ინტერესების დღის წესრიგს.

დასკვნის მაგიერ

შეიძლება დავასკვნათ, რომ  დასავლურ ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისპირობებში პრეზიდენტის როლი არის სუსტი, ცერემონიალური და სიმბოლურიგანზომილების მქონე. ალბათ ამის ძირითადი მიზეზი  მაინც დასავლეთის რთულიპოლიტიკური წარსულია როდესაც ქარიზმატული ლიდერების მმართველობამ გამოიწვიაპოლიტიკური ძალადობა, დრამატული კონფლიქტები და დიდი სოციალური კატასტროფები.ამიტომ ალბათ ლოგიკურია ისიც, რომ დასავლეთ ევროპის განვითარებული დემოკრატიებიცდილობენ შეინარჩუნონ პრეზიდენტის სუსტი როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში, რათაძალაუფლება არ იქნას თავმოყრილი ერთი ლიდერის ხელში და შესაბამისად პოლიტიკურიცხოვრების განმსაზღვრელი იყოს ხალხი და მათ მიერ არჩეული პარტიები კონკრეტულიმიზნებითა და პოლიტიკური პროგრამებით.

ასევე, უნდა ითქვას ისიც რომ, პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მაგალითებიცხადყოფს იმას, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტის როლისგაძლიერებამ და მისმა პირდაპირი წესით არჩევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნასდემოკრატიული პოლიტიკის კულტურას და შესაძლებლობა მისცეს ცალკეულ პოლიტიკურლიდერებს ხალხის სახელით განამტკიცონ საკუთარი ძალაუფლება და ლობირება გაუწიონსაკუთარ პოლიტიკურ ინტერესებსა და მანიპულაციურ პოლიტიკას.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.