აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება

15:15, 20.04.2026

მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარემოში „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა იზრდება. ზანგეზურის დერეფანი კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონულ სატრანსპორტო კავშირს, რომელიც აზიასა და ევროპას დააკავშირებს, – აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ილჰამ ალიევის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ქსელების გაფართოებას.

როგორც ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანი კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა რეგიონში სტაბილურ და დივერსიფიცირებულ ენერგომომარაგებას.

მსგავსი