თურქეთის მმართველი „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იქნება
თურქეთის მმართველი „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იქნება, – ამის შესახებ მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პრესსპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა.
ერდოღანის თავმჯდომარეობით გამართული „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ცენტრალური გადაწყვეტილებისა და აღმასრულებელი საბჭოს სხდომის შემდეგ ჩელიკმა განაცხადა, რომ პარტიის პოზიცია მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნათელია, რადგან ყველა უფლებამოსილმა პარტიულმა ორგანომ ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცე და თანმიმდევრული პოზიცია შეინარჩუნა.
ომერ ჩელიკმა დადებითად შეაფასა მმართველი კოალიციის წევრი „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ლიდერის, დევლეთ ბაჰჩელის მხარდამჭერი პოზიცია.
თურქეთში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წლის მაისშია დაგეგმილი.