ფეხბურთი | ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ მოიგო და ლიგა 2-ის ლიდერია #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში „პაუს“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა – 3:0.
საქართველოს ნაკრების შემტევი ტრადიციულად „მწვანეების“ ძირითად შემადგენლობაში იყო. დავითაშვილმა 78 წუთი ითამაშა, აქტიურად მოქმედებდა, თუმცა ამჯერად გოლით ან საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.
ანგარიში სტუმრებმა სწრაფად, მე-3 წუთზე გახსნეს – გოლი ლუკას სტასინმა გაიტანა. მანვე 64-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში ჯოშუა დუფუსმა (90+5) დააფიქსირა.
„სენტ-ეტიენმა“ 25 ტურის შემდეგ 46 ქულა დააგროვა და კონკურენტ „ტრუას“ მატჩამდე ლიგა 2-ის ლიდერია.