ევროპელი ლიდერების გამოხმაურება
ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ირანში განვითარებულ მოვლენებს ძალიან შემაშფოთებელს უწოდებენ. საერთო განცხადებაში ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდეს.