უსაფრთხოების ძალებმა დავით არახამიას ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს

18:27, 14.01.2026

„ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. უკრაინული მედია წერს, რომ ჩხრეკა, შესაძლოა, პარლამენტის კენჭისყრის დროს უმაღლესი რადას დეპუტატების მოსყიდვის საქმეს უკავშირდებოდეს. ანტიკორუფციული სააგენტოების ცნობით, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და პროკურატურამ გამოავლინეს „უმაღლესი რადას ერთ-ერთი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი“, რომელიც სხვა ფრაქციების პარლამენტის წევრებს ქრთამს სთავაზობდა. სანაცვლოდ, კანონმდებლებს კონკრეტული კანონპროექტებისთვის ან მხარი უნდა დაეჭირათ ან წინააღმდეგ მიეცათ ხმა.

მსგავსი