ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა
ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა და მეოთხე ქართველი გახდა, ვისაც ეს პრესტიჟული ტურნირი აქვს მოგებული. რაც შეეხება ეთერ ლიპარტელიანსა და გიორგი ჯაბნიაშვილს, მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.