დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგეს

21:31, 22.11.2025

ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან რვა წელი გავიდა. დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ხარაბაძემ, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ცისკარიშვილმა და პირადმა შემადგენლობამ. მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპული გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდა.

სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლი თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების მიმართ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

მსგავსი