ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ევროპელი მოქალაქეების დასაცავად, მჯერა, ახლა არის დრო, ავაშენოთ ნამდვილი ევროპული თავდაცვის კავშირი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს უსაფრთხოებასა და თავდაცვაში.
შესაბამისი განცხადება ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
„ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ჩვენი ევროპელი მოქალაქეების დასაცავად. ევროპის დაცვა ევროპის მოვალეობაა. ამიტომ, მჯერა, ახლა არის დრო, ავაშენოთ ნამდვილი ევროპული თავდაცვის კავშირი.
მოდით, შევიტანოთ მეტი სიცხადე – წევრი სახელმწიფოები დარჩებიან პასუხისმგებელი თავიანთ ეროვნულ უსაფრთხოებაზე, თავიანთ სამხედროებზე და ნატო დარჩება ჩვენი კოლექტიური თავდაცვის საყრდენი, მაგრამ ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ ჩვენი თავდაცვის ხარჯები ძალიან დაბალი და არაეფექტურია“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.