სასაცილო გოლი რუსეთის კარში – ჯიქია და ფერნანდესი ერთმანეთს იჭერდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

09:26, 31.03.2021

რუსეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ ორი მოგების შემდეგ, პირველი მატჩი წააგო. სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი სტუმრად 1:2 დამარცხდა სლოვაკეთთან.

მასპინძლების პირველი გოლი კურიოზული აღმოჩნდა – 38-ე წუთზე თავი გამოიჩინა „ინტერის“ მცველმა მილან შკრინიარმა. საჯარიმოში ჩაწოდებისას, გოლის ავტორს არავინ მეურვეობდა, რადგან რუსეთის ნაკრების მცველები რატომღაც ერთმანეთს იჭერდნენ: გიორგი ჯიქია „ეხუტებოდა“ მარიო ფერნანდესს, ფერნანდესი კი ჯიქიას.

https://www.youtube.com/watch?v=GdPAQ2ZjM5I

მსგავსი