რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს აკავებენ [ვიდეო]

აქციის მონაწილეების ნაწილი ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე იმყოფება. აქციის მონაწილეები რუსთაველზე არსებულ ინფრასტრუქტურას აზიანებენ. ისინი აზიანებენ ქუჩაზე მდგარ ავტომანქანებსაც. პერიოდულად, მათ სამართალდამცველები აკავებენ. დაკავებულთა რიცხვი ამ დროისთვის უცნობია.

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისი დაარბიეს და პარტიის დროშა დაწვეს.

პარლამენტთან აქციაზე რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, სპეციალური აღჭურვილობა გამოიყენეს. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სადაც დღის განმავლობაში აქცია იმართებოდა, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. მათ მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.