რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ოფისი დაარბიეს [ფოტო]
რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ოფისი დაარბიეს [ფოტო]

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იმყოფებიან. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ცოტა ხნის წინ, მათ „ქართული ოცნების“ ოფისი დაარბიეს.

ამასთან, აქციის რამდენიმე მონაწილემ „ქართული ოცნების“ პარტიული დროშა დაწვა.

პარლამენტთან აქციაზე რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, სპეციალური აღჭურვილობა გამოიყენეს. ამ დროისთვის, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები აღარ არიან შეკრებილი.

დატოვე კომენტარი