რომელი ქვეყნის ნაკრებთან გამართა ისტორიაში პირველი მატჩი საქართველოს ეროვნულმა გუნდმა?

სწორია! არასწორია!

1990 წლის 27 მაისს საქართველოს ეროვნულმა გუნდმა არსებობის ისტორიაში პირველი შეხვედრა ლიეტუვის ნაკრებთან გამართა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ვინ არის საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი?

სწორია! არასწორია!

საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძეა - მან 61 მატჩში 26 გოლი გაიტანა.

რომელმა ფეხბურთელმა მოირგო საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამკლავური ყველაზე მეტჯერ?

სწორია! არასწორია!

კახა კალაძემ კაპიტნის რანგში საქართველოს ნაკრები მოედანზე 50-ჯერ გაიყვანა

რომელმა მწვრთნელმა ჩაატარა ყველაზე მეტი მატჩი საქართველოს ნაკრებში?

სწორია! არასწორია!

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა 47 შეხვედრა გამართა.

ვინ გაიტანა პირველი გოლი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში?

სწორია! არასწორია!

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა არსებობის ისტორიაში პირველი მატჩი ლიეტუვის ნაკრებთან ჩაატარა, პირველი გოლი კი გია გურულმა 62-ე წუთზე პენალტით გაიტანა.

რომელი ქვეყნის ნაკრებს მოუგო საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ყველაზე მეტჯერ?

სწორია! არასწორია!

ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებთან ალბანეთს არ უმართლებს - ამ ქვეყნის ეროვნული გუნდი ჯვაროსნებმა რვაჯერ დაამარცხეს.

ვინ არის ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი?

სწორია! არასწორია!

ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა (ყაზახეთში)

საქართველოს ნაკრებს ზედიზედ ცხრა წაუგებელი მატჩი აქვს. რამდენი შეხვედრა არ უნდა წააგონ „ჯვაროსნებმა“ ისტორიული რეკორდის დასამყარებლად?

სწორია! არასწორია!

ამჟამად რეკორდი თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებს ეკუთვნის - 10 წაუგებელი მატჩი

რომელმა ფეხბურთელმა ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი?

სწორია! არასწორია!

ჯაბა კანკავამ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 101 შეხვედრა ჩაატარა (ერთი მატჩი სტატისტიკაში ასახული არ არის)

რამდენად კარგად იცნობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიას? #1TVქვიზი
როგორც ჩანს, ნაკრების თამაშებს თვალს შორიდან ადევნებთ

მოყვარული გულშემატკივარი ბრძანდებით
კარგი შედეგია! ამ ფოტოზე ალბათ თქვენც ხართ

საქართველოს ნაკრების მემატიანე ყოფილხართ!

საქართველოს ნაკრების მემატიანე ყოფილხართ!