ზვიადაური ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს

ზურაბ ზვიადაური საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა კვირის პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე დავით ქევხიშვილი გააკრიტიკა და ძიუდოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა.

ზვიადაური თვლის,  რომ ფედერაციაში არსებული პრობლემების გამო, ერთ-ერთმა საუკეთესო ნაკრებმა, თელავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე,  ვეც ერთი მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატიდან მედლების გარეშე დაბრუნდნენ.

ამ შედეგის შემდეგ კი, გუნდის საწვრთნელო შტაბი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.