ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. მათ გამოძიება ორი მუხლით ედავებოდა. სასამართლომ ორივე მათგანი 166-ე მუხლში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო. რაც შეეხება კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, აღნიშნული ბრალდება მოსამართლის გადაწყვეტლებით მოეხსნათ.

შეგახსნებთ, პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა დღეს აქცია გამართეს. მათ უწყებასთან ბოტასები მიიტანეს და გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს. ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს. ინციდენტის დროს მასთან ერთად დააკავეს ლაშა ცუცქირიძეც.