ზვიად კუპრავას ძალადობის მუხლით ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა

ზვიად კუპრავას ძალადობის მუხლით ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

ვინაიდან კუპრავა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და უარს ამბობს საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე ბრალის დადგენილების გასაცნობად, კუპრავას ოჯახს ეცნობა, რომ მისი ადვოკატი გაეცნოს დადგენილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სახელმწიფოს მიერ დანიშნული სახაზინო ადვოკატი გააკეთებს.

ზვიად კუპრავას განცხადებით, მას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი უჩივის და ცემაში ადანაშაულებს. თუმცა კუპრავა ამბობს, რომ ის ზაქარეიშვილს არ შეხვედრია და ცემის დამადასტურებელი არც ექსპერტიზის დასკვნა და არც ფოტო/ვიდეომასალა არ არსებობს.