ზვიად კუპრავა დაკავებულია

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დაკავებულია. პოლიციამ ის დღეს დილით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დააკავა, სადაც კუპრავა რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ „2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ინციდენტის გამო, გირაოს ქვეშ მყოფმა კუპრავამ სასამართლოს ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა უკვე ადვოკატს მიაყენა, რითაც გირაოს პირობები დაარღვია. ამის გამო, 21 თებერვალს სასამართლომ კუპრავას გირაო პატიმრობით შეუცვალა, დღეს კი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მისი დაკავება მოხდა,“- აღნიშნულია უწყების განცხებაში.