ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების განცხადება

პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები. ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები ამბობენ, ქვეყანაში უკვე რამდენიმე ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა 26 წლის წინანდელი მოვლენები ისევ გამოუძიებელია.

პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ რეგიონებშიც.

ღონისძიებები დაიგეგმა ზუგდიდშიც. ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ამსახველ ფოტოგამოფენას სამეგრელოში, შინაგან საქმეთა მინისტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ასევე პირველი პრეზიდენტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს დღეს დილით ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში.

ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს მისმა თანამოაზრეებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა.