ზვიად ძიძიგურის განცხადება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ „სახელმწიფო მაქსიმუმს გააკეთებს, თუმცა, ყველამ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავანეიტრალოთ რუსეთის მცოცავი აგრესია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს საქართველოსთან მიმართებით“.

ზვიად ძიძიგური აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს მაქსიმალურად დაეხმარება.