როგორ და რა ფორმით შეძლებენ შეთანხმებას, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია ამ დრომდე უცნობია. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არ ყოფილა და სინამდვილეში მთავარი კოორდინაციაა. ოპოზიციური გაერთიანების, ძლიერი კოორდინაციით ჩანაცვლებამ განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ გააღიზიანა, რომელიც ერთობის შეთავაზებით არაერთხელ გამოვიდა. პარტია სალომე ზურაბიშვილს რამდენიმე დღეა მწვავედ აკრიტიკებს და მისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. ოპოზიციის ნაწილი კი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მიესალმება და აცხადებს, რომ ოპოზიციის კოორდინაცია, არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია.
„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ რომ, ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი უცხოეთიდან იმართებიან და გაერთიანდებიან მაშინ, როდესაც ამის დაკვეთა იქნება.