სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივაზე – „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შექმნასთან დაკავშირებით, დღეს მეხუთე პრეზიდენტისა და ოპოზიციის მორიგ შეხვედრაზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ პარტიებს პროტესტის მთავარ მოთხოვნებზე ერთმანეთთან კოორდინაცია ექნებათ, თუმცა, აღნიშნული, მათი მხრიდან ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებსაც არ გამორიცხავს.
როგორც ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან, გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და იზიარებენ პროტესტის მთავარ მოთხოვნებს – ახალი არჩევნების დანიშვნასა და პატიმრების გათავისუფლებას.
თამარ წიკლაურის ჩართვა #მოამბე