ზურაბიშვილისა და მაკრონის შეხვედრა - შეფასება პოლიტიკურ სპექტრში

სალომე ზურაბიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ შეხვედრას პარლამენტის ვიცესპიკერი ეხმაურება. თეა წულუკიანის თქმით, ზურაბიშვილი ამ დრომდე ვერ ეგუება, რომ პრეზიდენტი აღარ არის და ვიზიტებს აგრძელებს. მისივე განცხადებით, მაკრონი ფრანგულ სახელმწიფოს წარმოადგენს და ხვდება მას, ვინც მისივე ქვეყნის წარმომადგენელია და ესაუბრება, როგორც ყოფილ კოლეგას.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. ამ დრომდე უცნობია, რა საკითხები განიხილეს მხარეებმა შეხვედრაზე.