სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, აქციებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე. საუბარი შეეხო ქვეყნის მიზნებსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობას. ზურაბიშვილის თქმით, ის გააგრძელებს პარტნიორებთან შეხვედრებს და ქართველი ხალხის მოთხოვნების გაცნობას.