საფრანგეთში გამართულ ეკონომიკურ ფორუმს, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მონაწილეობდა, საქართველოს პრეზიდენტი დისტანციურად ჩაერთო. პრეზიდენტმა მოდერატორისა და მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც უკრაინის ომის მიმდინარეობისას ევროპის რეგიონში ეკონომიკის მდგრადობის საკითხებს ეხებოდა. არავინ ელოდა ასეთ სიტუაციას, მაგრამ ევროპა არ დაყოფილა, არც ეკონომიკურად და არც სოციალურად, არ გატეხილა უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული შოკის გამო, თქვა პრეზიდენტმა.