ზურაბიშვილის განმარტება და ბრალდება ოპონენტებს

სალომე ზურაბიშვილს მედიასთან დღესაც განმარტებების გაკეთება დასჭირდა. პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საარჩევნო ხედვის წარდგენა აგვისტოს ომის თემით დაიწყო.

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს ოკუპანტი და აგრესორი უწოდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვის პროვოკაციაზე წამოგებით მაშინდელმა ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა.

გამოსვლის დროს მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა ყოფილი მმართველი პარტიაც. ოპოზიციის აზრით, ზურაბიშვილმა დღევანდელი გამოსვლით რიტორიკა შეცვალა, რის მიღმაც ისინი „ქართული ოცნების“ კვალს ხედავენ.