ზურაბიშვილის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის საჭიროებას ყველა გრძნობს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციურმა ფლანგმა ყოფილი პრეზიდენტისგან ლიდერი ვერ შექმნა და ახლა თავად სალომე ზურაბიშვილი ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივა შექმნას. შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილმა „ფეისბუქ“-ლაივის დროს ტექნიკური მთავრობის საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის დანგრევის შემდეგ, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე, საჭირო იქნება პოლიტიკური ალტერნატივის არსებობა.