ზურაბიშვილის განცხადება - გამოხმაურება

სალომე ზურაბიშვილის მიერ ონლაინ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება უკვე მეორე დღეა განხილვის საგანია პოლიტიკური წრეებში.

პრეზიდენტმა კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში მეცნიერებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არ შეიძლება საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს ვთხოვდეთ დახმარებას და არ ვაძლევდეთ მათ უფლებას, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ოპოზიციაში პრეზიდენტის ინიციატივას ლეგიტიმურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების საშუალება. პარტია „ნაციონაურმა მოძრაობამ“ უკვე დააინიცირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება ონლაინ უნდა მიეცეთ.

რაც შეეხება უმრავლესობას, „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს განზრახ შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში ელექტრონული და ონლაინ არჩევნებს შორის ტოლობის ნიშნის დასმით. მათივე განცხადებით, ონლაინ ხმის მიცემის სისტემის დანერგვა გამორიცხულია, რადგან ის შეიცავს არაერთ საფრთხეს.