სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან შვედეთის პრემიერისგან მიიღო პერსონალური წერილი, სადაც წუხილია გამოთქმული იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით. მისივე თქმით, წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „ელოდებიან საქართველოს მთავრობამ გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა დასრულდეს კრიზისი და დაბრუნდეს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების“. ზურაბიშვილისადმი გამოგზავნილი წერილი 5 მაისით თარიღდება, წერილის ადრესატი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. საკითხს გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. ირაკლი ზარქუას თქმით, ეს არის იმის ლუსტრაცია, თუ როგორი არ უნდა იყოს ევროპული სახელმწიფოს ლიდერი.