„დღეს სალომე ზურაბიშვილს არ ვუპასუხებ, მაგრამ 5 ოქტომბრის შემდეგ ბევრ რაღაცაზე ვისაუბრებთ უფრო მკაფიოდ, გაიგებთ ისეთ რაღაცებს, რაც საზოგადოებამ არ იცოდა“ – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა. როგორც გრიგოლ გეგელია აცხადებს, საზოგადოება გაიგებს არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა პარტიისა თუ არაპარტიული ადამიანის პოზიციებს, რომელიც მისივე თქმით, საჯაროდ არ გავრცელებულა. ამასთან ერთად, დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას უპასუხეს გიორგი გახარიას გუნდშიც, სადაც სალომე ზურაბიშვილს მისთვის მერობის კანდიდატობის შეთავაზებას ახსენებენ. მმართველი გუნდი – ყოფილ პრეზიდენტს, კონსტიტუციის კიდევ ერთხელ დარღვევაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა, სადაც ის ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის მისი რჩევა იყო, ამ არჩევნების იგნორირება, ის კი ვინც მონაწილეობს, მისივე თქმით – ამას მთავრობის მხრიდან ზეწოლის ფონზე აკეთებს.