ზურაბიშვილი კვლავ ტექნიკური მთავრობის შექმნაზე საუბრობს
სალომე ზურაბიშვილის მოწოდება ტექნიკური მთავრობის, როგორც პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის საჭიროებაზე, რომელიც ზეპარტიული ნიშნით უნდა იყოს დაკომპლექტებული, დილიდან შეფასებების თემაა. ამ იდეას ოპოზიციურ პარტიებში განსაკუთრებული მოწონება არ დაუმსახურებია.
მმართველი გუნდის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ტექნიკური მთავრობის იდეის გაჟღერება მისი უცხოელი პატრონებისგანაა ნაკარნახევი. შეგახსენებთ, ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის შექმნის ინიციატივით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც გამოვიდა, თუმცა, ეს ინიციატივა წარუმატებელი გამოდგა.