ზურაბიშვილი კვლავ ტექნიკური მთავრობის ინიციატივით გამოდის

21:37, 17.11.2025

სალომე ზურაბიშვილის ახალი გზავნილი ოპოზიციურ სპექტრს. 28 ნოემბერს დაგეგმილი აქციის მოახლოებასთან ერთად ყოფილი პრეზიდენტის დღის წესრიგში ძველი გეგმა აქტიურდება.

საუბარია წელიწადნახევრის წინ ხელმოწერილი ეროვნული ქარტიის და ტექნიკური მთავრობის იდეაზე. ექს-პრეზიდენტი ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის აუცილებლობაზე და ტექნიკური მთავრობის საჭიროებაზე საუბრობს. ინიციატივას ადრესატი პოლიტიკური ძალებისგან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების ნაწილი წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის შექმნას ემხრობა, ტექნიკური მთავრობის იდეას არარაციონალურ ნაბიჯად მიიჩნევს პარლამენტში ცოტა ხნის წინ შესული გიორგი გახარიას გუნდი.

რა პერსპექტივა აქვს ახალი საკოორდინაციო პლატფორმის და ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების იდეას ოპოზიციის გაერთიანების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სწორედ ყოფილი პრეზიდენტის გარშემო ფორმირებულ წინააღმდეგობის პლატფორმას შექმნიდან რამდენიმე თვეში პოლიტიკური ძალების ნაწილი გაემიჯნა, სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო სტრატეგია კი პასიურად შეფასდა – ანა ბროლაძე მუშაობდა თემაზე.

მსგავსი