“მარიხუანას ფესტივალზე” კანონს დავარღვევ მარტო მე – ამ ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტობის კანდიდატი, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხად განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, 20 ოქტომბერს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს ჩაიდენს, თუმცა, მისი თქმით, კანონს არ დაარღვევს. ზურაბ ჯაფარიძემ იმ ადამიანებს მიმართა, ვისაც მათ დაანონსებულ ღონისძიებაში უნდოდა მონაწილეობა და განაცხადა, რომ მათი გეგმები არ იცვლება.