ზურაბ გუმბარიძე გამოკითხვაზე იმყოფება

უკვე 4 საათზე მეტია, გენერალურ პროკურატურაში იმყოფება ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი. ზურაბ გუმბარიძე გამოკითხვაზე მის დაბარებას კომპანია „ინტერმედიას“ უკავშირებს, რაზეც ბრალი ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილსა და კახა დამენიას აქვთ წარდგენილი.

გუმბერიძე კომპანია „ინტერმედიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე გუმბერიძემ მისთვის ბრალის შესაძლო წარდგენა გამორიცხა. მისი განცხადებით, მიმდინარე გამოძიება უსაფუძვლოა.

ზურაბ გუმბერიძე აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებაში ის მხოლოდ მას შემდეგ დაიბარეს, რაც ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა დაიწყო.