ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წერილი – მმართველი გუნდის პასუხი
შეფასებების თემაა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საპატიმროდან გავრცელებული წერილი, სადაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში რუსეთის გავლენებზე და რუსული ნარატივების გაძლიერებაზე საუბრობს. „რეჟიმის პროპაგანდა ერთი ერთში იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს. უსასრულოდ შეიძლება წერა, საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია“ – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. მის ბრალდებებს უკვე უპასუხეს მმართველ გუნდში.