ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში მიმდინარე წელი შეაჯამეს

15:48, 23.12.2017

მიმდინარე წელი შეაჯამეს და გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გამართეს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში. დაწესებულება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას უწყობს ხელს.

სკოლის დირექტორმა აუდიტორიას სამომავლო გეგმებიც გააცნო და იმ ორ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც თვითმმართველ ორგანოებში მომუშავე საჯარო მოხელეთა პროფესიულ გადამზადებასა და ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას გულისხმობს.

მსგავსი