ზურაბ დათუნაშვილი ომბუდსმენს შეხვდა

15:16, 06.02.2019

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს შორის დაპირისპირების საკითხზე, ევროპის ორგზის ჩემპიონი საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა.

როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჭიდაობის ფედერაციაში დათუნაშვილისთვის საკმაოდ არაჯანსაღი სიტუაცია არის შექმნილი.

ომბუდსმენმა სპორტის მინისტრსა და გარკვეულ უწყებებს სთხოვა, დაინტერესდნენ ჭიდაობის ფედერაციაში არსებული ფინანსური დარღვევებით.

მსგავსი