ზუკას თასი და საცხენოსნო შეჯიბრება ამბასადორი კაჭრეთში #ტაიმაუტი

ამბასადორი კაჭრეთის ოლიმპიურ აუზზე ზუკას თასი ჩატარდა. წლევანდელ შეჯიბრებაში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკისა და სქესის წყალბურთელებმა მიიღეს. ზუკას თასი, რომელიც უკვე მე-18 წელია ტარდება, ტრადიციულად, გარდაცვლილი წყალბურთელის ზურაბ სახელაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ზუკას თასის გარდა, იმავე დღეს ამბასადორი კაჭრეთის სპორტულმა კომპლექსმა საცხენოსნო შეჯიბრებასაც უმასპინძლა.

#ტაიმაუტი